პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება (Outsourcing)
აღწერა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედა 2024 წლის 1 მარტიდან (მისი ნაწილი), ხოლო რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულებას იგი ამოქმედა 2024 წლის 1 ივნისიდან. ამ პერიოდიდან მოყოლებული კომპანია, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციას იღებს, ინახავს ან ამუშავებს, ვალდებულია დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და ამის შესახებ აცნობოს საზედამხედველო ორგანოს. მათ შორის პირდაპირი ვალლდებულება აქვთ შემდეგი ტიპის კომპანიებს:
სადაზღვევო ორგანიზაცია
კომერციული ბანკი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
საკრედიტო ბიურო
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია
ავიაკომპანია
სამედიცინო დაწესებულება
p.s გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კანონის თანახმად ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება გააჩნიათ ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც ამუშავებენ დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებს.
DPO Consulting -ი გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მოთხოვნების შესრულებას.
მომსახურების ფარგლებში, დამკვეთისთვის გამოყოიფა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და ხორციელდება კანონის ყველა მოთხოვნის აღსრულება. მათ შორის:
პერსონალური მონაცემების მართვის სტრატეგიული დოკუმენტის/ინსტრუქციის მომზადება;
დამკვეთის რელევანტური დასაქმებულებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მოთხოვნების, საუკეთესო პრაქტიკის, სამუშაო სპეციფიკისა და სხვა დეტალების ტრენინგის სახით გაზიარება;
პერსონალური მონაცემების გამოთხოვის, მიმართვის და ინფორმაციის მიწოდების შესახებ განცხადებების ფორმების მომზადება;
კომპანიის კლიენტებთან და დასაქმებულებთან არსებული ხელშეკრულებების მორგება/ცვლილება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალ კანონთან;
კონსულტაციები მონაცემების შენახვა/დაცვა/დამუშავებასთან დაკავშირებით;
სპეციალური მეილის ყოველდღიური მართვა რომელზეც პირდაპირ შევა განცხადება/პრეტენზიები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.
კომპანიაში შემოსული განცხადებების/პრეტენზიების ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
DPO CONSULTING -ი გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერვისს, რომლის ფარგლებშიც, შეგიძლიათ ისარგებლოთ სრული აუთსორსინგით, თანხვედრაში მოიყვანოთ თქვენი ორგანიზაცია საკანონმდებლო ცვლილებებთან და უზრუნველყოთ მონაცემთა უსაფრთხოება.
სერვისის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ორგანიზაციისა და დამუშავებული მონაცემების მოცულობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ რომ თუ ორგანიზაცია, რომელსაც არ ეყოლება პერსონალურ მონაცემეთა დაცვის ოფიცერი დანიშნული და ამის შესახებ შეტყობინება არ ექნება გაგზავნილი საზედამხედველო ორგანოში ექვემდებარება დაჯარიმებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის X-ე თავის შესაბამისად.